ა.ა.ი.პ. საგანმანათლებლო ცენტრის კურსდამთავრებულნი

    2010 წლის 26 ივლისს, დმანისის მუნიციპალიტეტის ა.ა.ი.პ. საგანმანათლებლო ცენტრში გაიმართა სერთიფიკატების გადაცემის ცერემონია ქართულ ენაში, სადაც 18 მოსწავლეს გადაეცათ სხვადასხვა კატეგორიის სერთიფიკატები (სერთიფიკატების სამი კატეგორია : I, II,და III). აღნიშნულ მოსწავლეთაგან ორი - სომეხია , ხოლო დანარჩენი აზერნაიჯანელები. მოსწავლეებმა გაიარეს ერთწლიანი პროგრამა და დაეუფლნენ ელემენტარულ სასაუბრო თემებსა და სიტყვებს. ღონისძიებას ეწრებოდნენ ცენტრის დირექცია, საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორი - ეკატერინე ოქრიაშვილი, საკრებულოსა და გამგეობის წარმომადგენლები.

2010 წლის 26 ივლისი