ახალი აღმოჩენა

    არქეოლოგიური გათხრებით ცნობილ დმანისში, სოფ. განთიადში,  აღმოჩენილ იქნა უძველესი სამონასტრო კომპლექსი, რომელიც თარიღდება V-VII საუკუნეებით. ნაპოვნია სამარხები, უძველესი სტელა, ქვით ნაკეთი ჯვრები და კელიები, რაც ადასტურებს იმას, რომ აქ ეკლესიები იყო აშენებული. აქვე აღმოჩენილია ქალისა და მამაკაცის სამარხები. მამაკაცი დაკრძალულია ქრისტიანული წესით, ხოლო ქალი – წარმართული წესით. ყველაზე მნიშვნელოვანია ტუფის სტელა, რომელზეც ოთხივე მხრიდან სასულიერო პირებია ამოტვიფრული, ხოლო კიდეებზე რელიეფური დამწერლობაა. ერთ-ერთ კიდეზე ამოიკითხება წარწერა, რაც ნიშნავს “დღე პირველი”. ნაპოვნი ნივთები გადატანილია დმანისის მუზეუმში. აღმოჩენილია ასევე სხვა სამარხები, რომელიც თარიღდება VII-IX საუკუნეებით. აღნიშნული ტერიტორია შემოფარგლულია 600 კვ. მეტრზე და არქეოლოგიური გათხრები კვლავ გრძელდება.

2010 წლის 26 ივლისი